Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

ქ. კუალა ლუმპურში ქართული ფილმის ჩვენება

მოგახსენებთ, რომ ა.წ. 17 ივნისს მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით, ქ. კუალა ლუმპურში მდებარე Golden Screen Cinemas-ს (GSC სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში კინოთეატრების უმსხვილესი ქსელია) კინოთეატრში შედგა ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება.

ღონისძიებას 105 მაყურებელი დაესწრო, მათ შორის ქ. კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი საზოგადოება. მხატვრული ფილმის ჩვენების შემდეგ სტუმრებს გავუმასპინძლდით ქართული ყველითა და ღვინით.