ინფორმაცია ქართული მხატვრული ფილმის, „BRIGHTON 4TH“ ჩვენების შესახებ
2024 წლის 9 ივლისს, მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურის Quill City Mall-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე GSC-ის კინოთეატრში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმის „BRIGHTON 4TH“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ალიანსის, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები და ქართული კულტურით და კინემატოგრაფიით დაინტერესებული მალაიზიის მოქალაქეები.
ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.