საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 3-5 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.
ვენაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.
