საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან
2026 წლის 9 თებერვალს, მალაიზიაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვონგ ჩენთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და განათლების მიმართულებით.
შეხვედრისას, ელჩმა მალაიზიის მხარეს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთის აგრესიის გავლენა რეგიონზე.
ვონგ ჩენმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების შესახებ.
