ელჩის შეხვედრა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან
2026 წლის 16 თებერვალს, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური) რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, აუტამა სიტიპონგს.
აუტამა სიტიპონგმა ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
