მხატვრული ფილმის „დედე“-ს ჩვენება
2026 წლის 16 ივნისს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურის Quill City Mall-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე GSC-ის კინოთეატრში შედგა რეჟისორ, მარიამ ხაჭვანის მხატვრული ფილმის „დედე“-ს ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრნენ ქ. კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და ადგილობრივი საზოგადოება. ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
