Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, კამბოჯას სამეფოში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა

2026 წლის 18 ივნისს, ქ. კუალა ლუმპურში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა. სტუმრების წინაშე სიტყვით ასევე წარსდგა მალაიზიის ეროვნული ერთიანობის მინისტრი, ბატონი აარონ აგო დაგანგი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მალაიზიის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.