ინფორმაცია მალაიზიის ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების ასოციაციაში გამართული შეხვედრის თაობაზე
2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, შალვა დათიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა მალაიზიის ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების ასოციაციის პრეზიდენტთან, ბ-ნ ნიგელ ვონგთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ასოციაციის საპატიო გენერალური მდივანი, ბ-ნ ფუა ტაი ნენგი, გასვლითი ტურიზმის სამსახურის უფროსის მოადგილე, ბ-ნ ჩონგ უ კენი და გენერალური მენეჯერი, ქ-ნ მაზიაჰ მიჰატი.
მალაიზიურ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში არსებული ტურისტული შესაძლებლობის, ღვინის, მთისა და ზღვის კურორტების, მოქმედი ლიბერალური სავიზო რეჟიმის, საერთაშორისო რეიტინგებისა და ტურისტების სწრაფად მზარდი რაოდენობის შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურიზმის სფეროში საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შორის უშუალო კონტაქტების დამყარების აუცილებლობა.
შალვა დათიაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება პირველი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის წახალისების და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
2023 წლის 22 სექტემბერის