Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

საქართველოსა და მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

2023 წლის 11 მაისს საქართველოსა და მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა მიმდინარე წელს . თბილისში დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის დროს განსახილველი საკითხების წინასწარი შეჯერება.

 

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა, -ნმა ალექსანდრე ნალბანდოვმა, ქ-ნმა ირმა ქავთარაძემ, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა სალომე მამალაძემ, ამავე დეპარტამენტის მრჩეველმა, შ. დათიაშვილმა, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ევროპის ქვეყნების განყოფილების უფროსმა, დატო მოჰდ ხალიდ აბასმა, ბ-ნმა მოჰდ იუნუს იბრაჰიმმა აღნიშნული დეპარტამენტის ევროპის სამმართველოს ხელმძღვანელის უფროსმა თანაშემწემ და ბ-ნმა აჰმად ჰაფიზუდინ ზაინალ აბიდინმა, დეპარტამენტის ევროპის სამმართველოს თანაშემწემ.

 

გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განხილულ იქნა პოლიტიკური, ეკონომიკური, საპარლამენტო ურთიერთობების, ასევე სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის  საკითხები.

2023 წლის 11 მაისი