ელჩის შეხვედრა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან
2026 წლის 18 თებერვალს, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური) შეხვედრა გაიმართა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან, დეცონგხამ თამავონგთან.
შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ოპტიმალური ლოჯისტიკური და სატრანსპორტო კავშირები განიხილეს.
