Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მალაიზიაში

საქართველოს საელჩო მალაიზიაში

აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში, კამბოჯას სამეფოში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბრუნეი დარუსალაიმში

მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, ირაკლი ასაშვილი მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, ირაკლი ასაშვილი მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2026 წლის 12 ოქტომბერს, მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, პარლამენტის წევრთან, ლუკანისმან ბინ ავანგ საუნისთან.

საქართველოს საელჩო ევროპული ენების დღეზე მალაიზიაში

საქართველოს საელჩო ევროპული ენების დღეზე მალაიზიაში

19 სექტემბერს, მალაიზიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების მალაიზიის ფილიალისა და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანაორგანიზებით გაიმართა. საქართველოსთან ერთად, ღონისძიებაში ევროპის თორმეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

ირაკლი ასაშვილი კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ირაკლი ასაშვილი კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

2026 წლის 18 სექტემბერს, კამბოჯის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური), შეხვედრა გამართა კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ მეას კიმ ჰენგთან.

ირაკლი ასაშვილმა კამბოჯის სამეფოს, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ჰუნ სენს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ირაკლი ასაშვილმა კამბოჯის სამეფოს, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ჰუნ სენს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2026 წლის 17 სექტემბერს, კამბოჯის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპური), რწმუნებათა სიგელები გადასცა კამბოჯის სამეფოს, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ჰუნ სენს.

ირაკლი ასაშვილმა კამბოჯაში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ირაკლი ასაშვილმა კამბოჯაში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 17 სექტემბერს, კამბოჯის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით კუალა ლუმპურში), ირაკლი ასაშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სინ სიას.

მხატვრული ფილმის „ურსუსი“-ს ჩვენება

მხატვრული ფილმის „ურსუსი“-ს ჩვენება

2026 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურის GSC-ის კინოთეატრში შედგა რეჟისორ, ოთარ შამათავას მხატვრული ფილმის „ურსუსი“-ს ჩვენება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 18 წლისთავთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 18 წლისთავთან დაკავშირებით

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა

ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა

2026 წლის 18 ივნისს, ქ. კუალა ლუმპურში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“.

მხატვრული ფილმის „დედე“-ს ჩვენება

მხატვრული ფილმის „დედე“-ს ჩვენება

2026 წლის 16 ივნისს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურის Quill City Mall-ის სავაჭრო ცენტრში მდებარე GSC-ის კინოთეატრში შედგა რეჟისორ, მარიამ ხაჭვანის მხატვრული ფილმის „დედე“-ს ჩვენება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა

2026 წლის 2 ივნისს, თბილისში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.